საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი სახელმწიფო სტიპენდიის მოსაპოვებლად!

ცხადდება კონკურსი  2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში  სტიპენდიის მოსაპოვებლად! 

კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარმოდგენის ვადა -  2024 წლის 21 ნოემბრიდან - 27 ნოემბრის ჩათვლით

კონკურსში მონაწილეობისთვის  წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:

1. განცხადების ფორმა (ვორდის ფაილი);

2. პირადობის მოწმობის ასლი (pdf ფილი);

3. საბანკო ანგარიშის ამონაწერი (pdf ფაილი);

4. შესაბამისი აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში) (pdf ფაილი;  1 დოკუმენტი 1 ფაილი);

5. სოციალურად მოწყვლად ჯგუფში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).

 

  •  დოკუმენტები  მიიღება  ელექტრონულად შემდეგ  მისამართზე: stiphumanities@tsu.ge
  • დოკუმენტების მიღების  შესახებ  შეტყობინებას და პირის იდენტიფიცირებისთვის  მინიჭებული კოდს კონკურსანტი მიიღებს ელექტრონულ ფოსტაზე განაცხადის გამოგზავნიდან 24 საათის განმავლობაში.
  • კონკურსის პირველადი შედეგების პროექტი გამოქვეყნდება  ფაკულტეტის ვებგვერდზე  ა.წ. 30 ნოემბერს.
  • სააპელაციო  განცხადება მიიღება  ელექტრონულად 2 დეკემბერს, 13:00 საათამდე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: stiphumanities@tsu.ge

 

- კონკურსში არ მონაწილეობენ პირველი და დამატებითი სემესტრების სტუდენტები!

- დაგვიანებით წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება!

- პირადობის მოწმობისა და საბანკო ამონაწერის გარეშე განაცხადი არ მიიღება!

 

იხილეთ სტიპენდიის მინიჭების წესი;

რექტორის ბრძანება სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ.

თარიღი: 21/11/2024